"იუდას ამბორი" (ნაწილი I)

"იუდას ამბორი"   (ნაწილი I)

 

1. რიკარდო ზამორა
    ეროვნება: ესპანელი
    ამპლუა: მეკარე
    "ბარსელონა" (1919–1922)  2 ესპანეთის თასი
    "რეალი" (1930–1936)  2 "პრიმერა", 2 ესპანეთის თასი
     ისტორია:

    რიკარდო ზამორას, რომელიც 1901 წლის 21 იანვარს დაიბადა, ბედისწერა შესანიშნავ კარიერას უმზადებდა. უკვე 14 წლისა, ბარსელონას უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა  თავდამსხმელად. 15 წლის ასაკში, იგი "ესპანიოლმა" გადაიბირა, კლუბმა, რომლის გულშემატკივარი ზამორა სიცოცხლის ბოლომდე იყო. 1919 წელს იგი  "ბარსელონამ" დაიბრუნა, ერთი წლის შემდეგ კი ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი გახდა. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ "ბარსას" ახალი სუპერ მეკარე გამოუჩნდა. მას შემდეგ, რაც მან 2–ჯერ ესპანეთის თასი მოიგო, თანდათან ბოჰემურ ცხოვრებას მიჰყო ხელი.ის ქალთა გულთამპყრობელი და ყვითელი პრესის ვარსკვლავი გახდა. მან რამდენჯერმე მიმართა კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის უკეთესი კონტრაქტი შეეთავაზებინა. "ბარსას" ახალი აშენებული ჰქონდა სტადიონი "ლეს კორტსი", კლუბის ხაზინა ცარიელი იყო, ამიტომ მათ კონტრაქტის გაუმჯობესებაზე არც კი იფიქრეს. ზამორამ  "ესპანიოლის" წინადადება მიიღო და გადავიდა კიდეც სხვა კლუბში. მან "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 111 მატჩი ჩაატარა.
    "ესპანიოლში" ზამორა მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ იქცა. 1930 წელს, კლუბის პრეზიდენტთან ჩხუბის შემდეგ, იგი "რეალში" გადავიდა. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ლურჯ–ბროწეულისფერი კატალონიური მაისური, მადრიდულზე გაცვალა. ზამორა "ბარსელონას" წინააღმდეგ შესანიშნავად თამაშობდა, გაბრაზებული "კულეები" კი მზად იყვნენ მის მოსაკლავად.

     1933 წელს დედაქალაქსა და კატალონიას შორის ურთიერთობა მკვეთრად დაიძაბა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამის ფონზე, გადაწყვიტა ესპანეთის ნაკრების თამაში ბარსელონაში ჩაეტარებინა. კატალონიელებმა მუქარის წერილი გაგზავნეს ფედერაციაში, სადაც ეწერა რომ ისინი ყველაფერს იღონებდნენ იმისთვის, რომ კატალონიიდან ზამორას და მის თანაგუნდელებს ცოცხლებს არ გამოეღწიათ.

     1930 და 1934 წლის მსოფლიო თასზე მან იმდენად კარგად ითამაშა, რომ თავისი დროის საუკეთესო მეკარედ იქნა აღიარებული.
ზამორა 1978 წელს გარდაიცვალა ბარსელონაში, მის სახელს ატარებს პრიზი, რომელიც ყოველწელს გადაეცემა "ლა ლიგას" საუკეთესო მეკარეს.
     1989 წელს მისი სახელი ერთ–ერთ ქუჩას მიენიჭა. "ბარსას"   ფირმა "ბოიხოს ნოისის" წევრები ხშირად სწორედ ამ ქუჩაზე აწყობენ შეტაკებებს "ესპანიოლის" ფანებთან.


   არავინ დაივიწყებს, არაფერია დავიწყებული, არავის ეპატიება.

 

2. გეორგე ჰაჯი
    ეროვნება: რუმინელი
    ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი

    "რეალი" ( 1990–1992) ესპანეთის სუპერ თასი      
    "ბარსელონა"  ( 1994–1996)  ესპანეთის სუპერ თასი

     ისტორია:

   ფეხბურთელი, რომელიც ოფიციალურადაა აღიარებული რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, 8 წლიდან იყო "ბარსელონას" გულშემატკივარი. თუმცა მას სხვანაირი მომავალი ერგო. 8 წლიანი გამოსვლის შემდეგ სამშობლოში, ის კატალონეილთა დაუძინებელ მტერში, "რეალში" გადავიდა. მისი კარიერა დედაქალაქში არ აეწყო, იგი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტი იყო და მისთვის უცხო იყო გუნდური თამაში, ამას გარდა ის ერთ–თავის ინტერვიუში "ბარსელონას" სიყვარულში გამოტყდა. მისი ცხოვრება მადრიდში ჯოჯოხეთად იქცა. " "რეალში" იმიტომ გადავედი, მეგონა "ბარსა" იქ უფრო მომაქცევდა ყურადღებას" – იხსენებს ჰაჯი წლების შემდეგ. იგი "რეალიდან" იტალიურ "ბრეშიაში" გადავიდა, 1994 წლის მუნდიალი შესანიშნავად ჩაატარა და მინდიალის ულამაზესი გოლის ავტორიც გახდა. მას "ბარსელონა" ეპატიჟება, კრუიფი მას მადრიდში გადასული იუდის, ლაუდრუპის შემცვლელად მიიჩნევს. "კარპატელი მარადონა"  კატალონიაში 10 ნომერს იღებს და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება მოედანზე. თუმცა ქრონიკული ტრავმები მას არ აძლევს საშუალებას, სრულად წარმოაჩინოს თავისი პოტენციალი. "ბარსელონაში" მან რამდენიმე გოლი– შედევრი გაიტანა. "სელტას" წინააღმდეგ გატანილი გოლი კი დღესაც ერთ–ერთ საუკეთესოდ ითვლება "პრიმერას" ისტორიაში: დაიწყო მეორე ტაიმი მატჩისა "ბარსელონა"–"სელტა", მოედანზე ნისლი ჩამოწვა. რომარიომ ბურთი გაათამაშა ცენტრში, ჰაჯის მიაწოდა და თვითონ მეკარისკენ გაიხედა. რომარიომ შეამჩნია მეკარე წინ იყო გამოსული და დაუყვირა ჰაჯის: "დაარტყი, დაარტყი", რუმინელსაც ბევრი არ უფიქრია, გამორბენის გარეშე, ცენტრიდან, თავისი მაგიური მარცხენათი დაარტყა და რამდენიმე წამში ბურთი "სელტას" კარის ბადეში აღმოჩნდა.

   ჰაჯი რუმინული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, მის სახელს ატარებს სტადიონი ქალაქ კონსტანცაში და ერთ–ერთი ქუჩა ბუქარესტში.

 

 I ნაწილის დასასრული...

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.