ბარსელონას ლეგენდები: ხოსეპ სამიტიერი
ხოსეპ სამიტიერი ,ბარსელონას' ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო: 1919-1932 წლებში თამაშობდა კატალონიელთა შორის და 326 გოლი გაიტანა, თუმცა გოლების უმეტესობა ესპანეთის ჩემპიონატის დაარსებადე სხვადასხვა ტურნირებში შეაგდო და ამიტომ, ყველა დროის საუკეთესო მეგოლეთა შორის, ისევე როგორც პაულინიო ალკანტარა(კატალონიის ჩემპიონატში და ესპანეთის თასზე ჩატარებულ 357 თამაში, 357 გოლი), ვერ ხვდება.
,,ბარსელონას'' შემადგენლობაში სამიტიერტმა პირველად 17 წლისამ 1919 წელს ითამაშა, 1925 წლისთვის კი ის ესპანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახლდათ.
1919-1932 წლებში სამიტიერმა ,,ბარსელონასთან'' ერთად 12-ჯერ მოიგო კატალონიის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი კი ხუთჯერ აღმართა.საინტერესოა, რომ მან ოთხ ფინალში მოახერხა გოლის გატანა: 1922, 1925, 1926 და 1928 წლებში.
1928-1932 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი პირველად გაიმართა და საუკეთესოს ტიტული ,,ბარსელონამ'' მოიპოვა - სამიტიერი იმ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მმოტამაშე გახლდათ.
,,ოქროს სეზონის'' შემდეგ ,ბარსელონამ' ჩემპიონატის ტიტული მეორედ მხოლოდ 1945 წელს მოიგო. ხოსეპ სამიტიერმა ოქროს მედალი უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში მოიპოვა.
რიკარდო ზამორას დარად, ხოსეპ სამიტიერმი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ,,ბარსელონადან'' მადრიდის ,,რეალში'' გადაინაცვლა - დედაქალაქში ის მხოოდ 1932-1934 წლებში თამაშობდა და თითოჯერ მოიგო ჩემპიონატი და თასი.
1936-1939 წლებში ესპანელი გოლიადორი საფრანგეთის ,,ნიცას'' ღირსებას იცავდა 82 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერა იქვე დაასრულა, 1942 წელს კი რამდენიმე თვით წვრთნიდა კლუბს.
ბარსელონას მტავარი მწვრთნელის თანამდებობა ხოსეპ სამიტიერმა 1947 წელს დატოვა და სელექციას ჩაუდგა სათავეში.კლუბის ისტორიკოსები ლადისლაო კუბალას ,,ბარსელონაში'' გამოჩენას სწორედ ხოსეპ სამიტიერესს უკავშირებენ.
1950 წელს კუბალა საფეხბურთო კლუბ ,,უნგარიასთან'' ერთად ჩავიდა ესპანეთში, ერთი წლის შემდეგ კი კატალონიელთა მაისურიც მოირგო. უნგრელს მადრიდის რეალიც სთავაზობდა კონტრაქტს, თუმცა ამბობენ, რომ ხოსეპ სამიტიერმა ხელისუფლებასთან თავისი კავშირები გამოიყენა და კუბალა გადაიბირა.
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები:
ესპანეთის ჩემპიონატი: 1929
ესპანეთის თასი: 1920, 1922, 1925, 1926, 1928.
მოკლედ ეხლა ეს სტატია ბევრს კითხვის ნიშანს დაგიტოვებთ თუ ვინ იყო ალკანტარა ასევე ვინ იყო ზამორა და კუბალა რომელზეც ესე დაწვრილებით წერია სამიტიერის სტატიაში და მე ვეცდები ეს ყველა ფეხბურთელი ნელ-ნელა გაგაცნოთ.. ისენი ყველა ბარსელონას ლეგენდები არიან რომლებმაც ჩვენამდე მოიყვანეს ეს უდიდესი გუნდი და ახლა ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]