მანსანო: ”ესპანეთის ჩემპიონატი 2 გუნდის ტურნირი არ არის”
”ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, გრეგორიო მანსანოს საკუთარი ფეხბურთელების იმედი აქვს.
მისი აზრით ”ატლეტიკოს” შეუძლია ”ბარსელონაზე” წინააღმდეგობის გაწევა: ”ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი 2 გუნდის ტურნირი არ არის. ”ბარსელონა” და ”რეალი” შეიძლება დამარცხდნენ, მიუხედავად მათი ძალისა. ისინი მონსტრები არიან, მაგრამ მონსტრებს ხანდახან ცუდი დღეები აქვთ. ისინი უშვებენ შეცდომებს და სხვა გუნდებს ამის გამოყენება შეუძლიათ. ”ბარსასთან” მატჩში ჩვენ საუკეთესო მხარეებს წარმოვაჩენთ. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ შეგვიძლია ”ბარსელონაზე” თვალებში ყურება. არ შეიძლება გვეშინოდეს მეტოქის”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]