გრეგორიო მანსანო: პაულინიო ბარსელონაში მაღალ დონეზე ითამაშებს
"სევილიასა" და "ატლეტიკოს" ყოფილმა მწვრთნელმა, გრეგორიო მანსანომ, რომელიც ამჟამად ჩინეთში მუშაობს, "ბარსელონას" ახალწვეული, პაულინიო შეაქო.
"ჩვენ ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეზე ვსაუბრობთ და არა რიგით ფეხბურთელზე. პაულინიომ თავის გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო და ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს.
უზარმაზარი თანხა კარგი ფეხბურთელის შეძენის ერთადერთი გზა არ არის. ზოგჯერ კლუბები შედარებით ნაკლებ ფულს იხდიან, მაგრამ ახალწვეულები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.
პაულინიო კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია. ის ჩინეთში მაღალ დონეზე თამაშობდა და ვფიქრობ, ამას ესპანეთშიც გააკეთებს. ბრაზილიელს აქვს ტექნიკა, შესანიშნავი დარტყმა და დაცვის გარღვევის უნარი. მისი მონაცემები "ბარსელონას" შეეფერება." - ამბობს მანსანო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]