ვილია: ''ყოველთვის ვცდილობ გუნდს დავეხმარო''
ორშაბათის პრესკომფერეციაზე ''ბარსას'' 7-მა ნომერმა, მესი და ჩავი აქო და ადიდა. ასევე მან შეაფასა მთლიანი მატჩი და ისაუბრა გუნდის ხარისხიან თამაშზე.
ვილიამ მესის ჰეთ-თრიკზე ისაუბრა:''ის საუკეთესოა მსოფლიოში. მე ეს არაერთხელ მითქვამს. ლეო ყოველ მატჩში ახალახალ სურპრიზებს გვიწყობს. მისგან ყველა ყოველ მატჩში მეტს ელის. ამ დროში ლეოს ვინმესთან შედარება სისულელეა. ეს ყველასთვის ცნობილია, რომ ლეო საუკეთესოა და ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ჩვენ ყველანი აღფრთოვანებულები ვართ მისით.
რაც შეეხება ჩავის, ვილიამ განაცხადა: ''ჩავი მხოლოდ ახლა არ თამაშობს კარგად. ის მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში საუკეთესოდ თამაშობს. იგი ''ბარსასთვის'' მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩავი ღირსეულად ატარებს ''ბარსას'' მაისურს. ასევე ვილამ აღნიშნა, რომ :''ჩავი მესის გოლების გატანაში ეხმარება''.
რაც შეეხება მთლიან გუნდს: ''გუნდში 15-16 მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ყველას შეცვლა მოედანზე. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავდება. ყველაში მაინც დევს გუნდური თამაში. სწორედ ეს გვეხმარება ჩვენ გამარჯვების მოპოვებაში. აქ არავინ არ ფიქრობს თავის თავზე. ''ბარსაში'' ყველა გუნდური მოთამაშეა და იმედი მაქვს ეს მომავალშიც ასე იქნება.
''ბარსა'' ფეხბურთს ძალიან მაღალ დონეს თამაშობს. ყოველ მატჩში ის სათამაშო სტილს უმატებს. ასე, რომ ''ბარსა'' უძლეველი გუნდივითაა. ასევე შეიძლება ორი სიტყვა ითქვას ჩვენს გულშემატკივრებზეც. მათი გვერდში დგომა, რომ არა ჩვენ ასეთ ფეხბურთს ვერასდროს ვერ ვითამაშებდით. ის მხარდაჭერა ყოველთვის დასაფასებელია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ხალხი გვიდგას გვერდში.
რას გვეტყით თქვენს თავზე?
ჩემს თავზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს. ხალხი ჩემგან ლამაზ თამაშს და გატანილ გოლებს მოითხოვს. მე ხშირად ვახერხებ მათი სურვილების დაკმაყოფილებას. ყოველთვის როცა შემიძლია გუნდს ყველაფრით ვეხმარები. მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ და ყველაფერს გავაკეთებ ''ბარსასთვის''.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]