ფიგუ: ”რატომ ვადარებთ მესის და რონალდოს”
”ბარსელონასა” და ”რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ ლეო მესიზე და კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.
პორგუგალიელი მიიჩნევს, რომ მესის და რონალდოს შედარება არასწორია: ”მე უბრალოდ მომწონს მათ თამაშზე ყურება. რატომ უნდა ვიკითხოთ, თუ რომელია უკეთესი? ეს საჭმლის შემთხვევას გავს: რატომ ავირჩიოთ ერთი, თუ ყველას გასინჯვა შეგვიძლია. ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან და განსხვავებული პიროვნებები. საერთოდ მატჩებს ტელევიზორში ვუყურებ. თუ ”ინტერი” არ თამაშობს მაშინ ”ბარსელონას” და ”რეალის” შეხვედრებს ვუყურებ”.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]