დელ ბოსკემ "ბარსას" 9 ფეხბურთელი გამოიძახა

დელ ბოსკემ "ბარსას" 9 ფეხბურთელი გამოიძახა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისათვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც კატალონიის "ბარსელონას" 9 ფეხბურთელი მოხვდა.

ესპანეთის ნაკრები შემდეგ კვირას ორ მატჩს გამართავს. ჯერ მსოფლიოს ჩემპიონები ჩეხეთს, ხოლო შემდეგ შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. როგორც უკვე გითხარით ნაკრებში გამოძახებულია "ბარსას" 9 ფეხბურთელი, რომელთა სიაც ასე გამოიყურება: ვალდესი, პუიოლი, პიკე, სერხიო, ჩავი, ცესკი, ტიაგო, პედრო, ვილია. სამწუხაროდ  განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული ანდრეს ინიესტა და "ბარსა ბ-ს" ფეხბურთელი მარტინ მონტოია. მათგან განსხვავებით ნაკრების ღირსებას გამოჯანმრთელებული პიკე და კარლეს პუიოლი დაიცავენ.

ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოძახებულია "ბარსა ბ-ს" 4 ფეხბურთელი: ბარტა, მონტოია, სერხი რობერტო, პლანასი.

რაც შეეხებათ ლიონელ მესის და ჩავიერ მაშერანოს ისინი არგენტინის ნაკრებში იხმეს, ხოლო შესაძლებელია, რომ ალექსის სანჩესმა ჩილეს ღირსება დაიცვას.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.