მესის "ჭკვიანი" ბუცები

მესის "ჭკვიანი" ბუცები

"ბარსელონას" 24 წლის ფორვარდს, ლიონელ ანდრეს მესის ახალი ბუცები აქვს - არამხოლოდ ტყავისა და ზონარიანი კომბოსი, არამედ ჭკვიანიც. "ადიდასმა" მიმდინარე კვირას ახალი "ადიზერო  f50 miCoach" ბუცები გამოუშვა, რომელიც თამაშს ციფრებში ასახავს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მესი, იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნულ ბუცებს მოიხმარს მოედანზე და შეაფასებს თავის წარმოდგენას არამხოლოდ მწვრთნელების, არამედ მიკროჩიპების მეშვეობითაც.

 

ე.წ. "ტვინიანი ბუცები" შესაძლებლობას იძლევა ჩაიწეროს და ატვირთოს ისეთი მონაცემები, როგორიცაა 360 გრადუსზე მოძრაობა, საშუალო სიჩქარე (დაფიქსირდება ყოველწამიერად), მაქსიმალური სისწრაფე (დაფიქსირდება ყოველ 5 წამში ერთხელ), მოკლე დისტანციებზე გარბენების რაოდენობა, დაფარული დისტანციები, მაღალი სისწრაფით დაფარული დისტანციები და ნაბიჯები. პატარა მიკროჩიპი, რომელიც ბუცში იქნება ჩამონტაჟებული, ინახავს 7 საათის მონაცემებს და იძლევა საშუალებას აღნიშნული მონაცემების უსადენო ინტერნეტის მეშვეობით ნებისმიერ მექანიზმზე ჩაწერისას. უფრო მეტიც, მონაცემების ჩაწერა შესაძლებელია miCoach.com-ზე, სადაც ფეხბურთელებსა და გუნდებს შეუძლიათ გააკეთონ სტატისტიკა და ყველაფერი ეს ხელმისაწვდომი გახადონ ფართო მასებისთვის.

 

აღნიშნული ბუცი მხოლოდ 165 გრამს იწონის და ისინი დაამშვენებენ მესის, გარეთ ბეილს, სამირ ნასრისა და ეშლი იანგს. მაგრამ ბუცები მხოლოდ ელიტარულ ფეხბურთელებზე არაა გათვლილი. "ადიზერო f50 miCoach" 15 ნოემბრიდან მაღაზიებში დაიდება და ნებისმიერ მსურველს ექნება მისი ყიდვის შესაძლებლობა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.