"ბარსას" ექიმი: "კარგი იქნება, თუ აბიდალი სანაკრებო ბატალიებში არ ითამაშებს"

"ბარსას" ექიმი: "კარგი იქნება, თუ აბიდალი სანაკრებო ბატალიებში არ ითამაშებს"

"ბარსელონას" მთავარმა ექიმმა, რიკარდ პრუნამ განაცხადა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ტრავმირებული ფეხბურთელისთვის, ერიკ აბიდალისთვის უკეთესი იქნება, თუ მონაწილეობას არ მიიღებს ეროვნული ნაკრების თამაშებში, ალბანეთისა და ბოსნია ჰერცოგოვიას წინააღმდეგ.

 

"ერიკს კუნთი აქვს დაჭიმული და მას შვიდიდან ათ დღემდე დასვენება სჭირდება. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში აბიდალის ტრავმა სერიოზულად არ მიიღეს და გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელი სანაკრებო ბატალიებში ჩართონ. უქმე დღეებში "ბარსელონას" თამაში რომ ჰქონოდა, კლუბი ერიკს მოედანზე არ გამოუშვებდა. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიც ასე მოიქცევა." - ციტირებს პრუნას სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

 

შეგახსენებთ, რომ ერიკ აბიდალმა მარჯვენა ფეხის კუნთის დაჭიმულობა ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, "სპორტინგის" (0:1) წინააღმდეგ თამაშისას მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.