ფრანგი ექიმები: "აბიდალის ტრავმა სიფრთხილეს მოითხოვს"
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექიმმა ფაბრის ბრაიანმა განაცხადა, რომ ისინი ერიკ აბიდალთან მიმართებაში არ გარისკავენ, თუმცა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მცველმა მონაწილეობა მიიღოს სამშაბათს, ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში.
"ჩვენ დავრწმუნდით, რომ ერიკ აბიდალის ტრავმა სიფრთხილეს საჭიროებს, მაგრამ ვიცით ისიც, თუ აღდგენის რაოდენ განსაკუთრებული უნარი აქვს მას." - განუცხადა ბრაიანმა Eurosport.fr-ს და ხაზი გაუსვა, რომ "არავინ არაფერს გარისკავს აბიდალთან მიმართებაში", თუმცა იქვე დაამატა, რომ მათ იმედი აქვთ, რომ აბიდალი მზად იქნება ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისთვის.
შეგახსენებთ, რომ აბიდალმა ტრავმა ხიხონის "სპორტინგის" წინააღმდეგ თამაშისას მიიღო, რის შედეგადაც მას 7-დან 10 დღემდე უნდა დაესვენა. ფრანგი ექიმების სამედიცინო გამოკვლევების შედეგად, ერიკი კვლავ ნაკრების განკარგულებაში რჩება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]