გვარდიოლა: ”სამწვრთნელო კარიერის დაწყება 25 წლის ასაკიდან მსურდა”
ესპანური ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დაწყება 25 წლის ასაკიდან სურდა, გადმოგვცემს sport.es.
გვარდიოლამ ეს საკუთარი ფიზიკური კონდიციებით ახსნა.
”როცა 25 წლის ვიყავი სამწვრთნელო კარიერაზე ფიქრი დავიწყე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ მქონდა გამორჩეული ფიზიკური მონაცემები. არ ვიცი როგორ გავუძელი ამდენს. რაც შეეხება დღევანდელ ფიქრებს, ყოველ დღე ვფიქრობ, რომ ხვალ მწვრთნელის თანამდებობას დავტოვებ. უკეთესად ვმუშაობ თუ ვიცი, რომ თავისუფალი ვარ გადაწყვეტილების მიღების დროს. გრძელვადიანმა კონტრაქტმა კი შეიძლება საქმისადმა მონდომების სურვილი დაგიკარგოს” - განაცხადა გვარდიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]