გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ტრანსფერებში 1 მილიარდი ევრო დახარჯა
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ბენჟამინ მენდი მცველისათვის სარეკორდო თანხად, 57,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ჯამში კი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ტრანსფერებისთვის 998,4 მილიონი ევრო დახარჯა.
ინგლისურ კლუბში კატალონიელმა სპეციალისტმა 1 წელიწადში 453 მილიონი ევრო დახარჯა, მიუნხენის "ბაიერნში" - 203 მილიონი ევრო (3 სეზონი), კატალონიის "ბარსელონაში" კი 341 მილიონი ევრო (4 სეზონი).
გვარდიოლასსამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი დაუჯდა იტალიური "ინტერიდან", რომლის სანაცვლოდაც კატალონიელებმა 69,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]