ალონსო: "რეალი" "ბარსას" აღარაფრით ჩამოუვარდება"
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ხაბი ალონსო, თვლის, რომ მისი გუნდი მთავარ კონკურენტ კატალონიის "ბარსელონას" უკვე აღარაფრით ჩამოუვარდება და პრაქტიკულად ორი გრანდი ერთი და იგივე დონეზე იმყოფებიან. ესპანელი ნახევარმცველის აზრით "თეთრები" "ლურჯ-ბროწეულისფერებს" "ელ კლასიკოში" ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს კიდეც.
"ჩვენ ახლა "ბარსას" აღარაფრით ჩამოუვარდებით. გასულმა შეხვედრებმა დაამტკიცა, რომ "რეალს" შეუძლია კატალონიელებთან ბრძოლა და დარწმუნებული ვარ მომავალ მატჩებშიც დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ მოწინააღმდეგეს. ჩემი აზრით, შევძლებთ და მათ გავუსწრებთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ქულების რაოდენობით. "ბლანკოსი" ახლა ძალიან ძლიერია და იმედი გვაქვს "ბლაუგრანას" დამარცხების." -ციტირებს ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.
როგორც მოგეხსენებათ გუშინ გამართულ შეხვედრაში, სადაც ესპანეთის ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, "ლა როხას" ორი გატანილი გოლიდან ერთი სწორედ ალონსოს ანგარიშზე იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]