პეპე: ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ "ბარსელონასთან" ბრძოლა შეგვიძლია"
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა პეპემ განაცხადა, რომ არ თვლის კატალონიის "ბარსელონას" დაუმარცხებლად. ასევე პორტუგალიელი მცველის აზრით, "თეთრები" იმსახურებდნენ ესპანეთის სუპერთასის მოგებას, თუმცა ფორტუნამ "ლურჯ-ბროწეულისფერებისკენ" გადაიხარა.
"ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ესპანეთის სუპერთასზე, რომ "ბარსელონას" დამარცხება არ არის რაიმე წარმოუდგენელი. ამ სათასო პაექრობის ორივე შეხვედრაში აშკარად დავჯაბნეთ მოწინააღმდეგე და წესით უნდა მოგვეგო კიდეც, ფორტუნას რომ არ ემტყუნა. რა ვუყოთ, ფეხბურთში ასეთები ხდება. ახლა კი უფრო და უფრო ვძლიერდებით და შეგვიძლია ვიბრძოლოთ "ბლაუგრანას" დასამარცხებლად ნებისმიერ დროს. ვფიქრობ სწორედ "რეალია" ის გუნდი, რომელიც შეაჩერებს მათ." -ციტირებს პეპეს სიტყვებს Publico.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში პირველი "ელ კლასიკო" ამა წლის დეკემბრის 11 რიცხვში შედგება. ამ დროისათვის ცხრილში "რეალი" 10 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო "ბარსა" 11 ქულით მე-2 პოზიციაზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]