პუიოლი ევრო-2012-ის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

პუიოლი ევრო-2012-ის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი კარლეს პუიოლი ჯერჯერობით არ არის დარწმუნებული იმაში, დაამთავრებს თუ არა იგი სანაკრებო კარიერას 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ.

 

"შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში კარიერა ევრო-2012-ის შემდეგ დავამთავრო. ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია. ერთ დღესაც დავჯდებით და დავილაპარაკებთ მე და ვისენტე დელ ბოსკე და ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონით. მანამდე კი აუცილებელია მომავალ ჩემპიონატზე კარგად გამოვიდეთ და ვეცადოთ, რომ ზედიზედ მეორედ მოვიგოთ ეს ტიტული." -განაცხადა 33 წლის მცველმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2000 წლიდან მოყოლებული, პუიოლმა ნაკრების ღირსება 95 შეხვედრაში დაიცვა და სამი გოლის გატანაც მოახერხა. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია გოლი გერმანიის ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მისმა გუნდმა სწორედ ამ თავური დარტყმით მოიგო. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუ კარლესი გაყვება გუნდს ევრო-2012-ზე (ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ მაინც), იგი აუცილებლად გადალახავს 100 მატჩიან ბარიერს და ამისთვის დააჯილდოვებენ კიდეც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.