პიკე: "არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ნაკრების გამარჯვებების სერია"
ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარდ პიკემ კომენტარი გააკეთა ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა შოტლადია უშანსოდ დატოვა და ანგარიშით 3:1 მოუგო.
"ნამდვილად არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ჩვენი გამარჯვებების სერია. ჯერჯერობით კვლავ შეგვიძლია იმ დონეზე ასპარეზობა, რომ თამაში თამაშზე მოვიგოთ. მთავარია ასეთ გუნებაზე განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ შევძლებთ ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონობას." -ციტირებს კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის სიტყვებს მადრიდული გამოცემა "მარკა".
შეგახსენებთ, რომ პიკეს ესპანეთის ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მან 4-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]