მოურინიო: "კამპ ნოუზე" პროვოკაციას წამოვეგეთ"

მოურინიო: "კამპ ნოუზე" პროვოკაციას წამოვეგეთ"

მადრიდის "რეალის" თავკაცმა კომენტარი გააკეთა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრის მიწურულს მომხდარ ინციდენთან დაკავშირებით. საუბარია პორტუგალიელი სპეციალისტის უმსგავსო ქმედებაზე, რომელიც მან "ბარსელონას" მეორე მწვრთნელის მიმართ ჩაიდინა.

 

თურქულ ყოველდღიურ გამოცემა Hurriyet-თან საუბრისას, მოურინიომ მომხდარი ფაქტის გამართლება გადაწყვიტა და განაცხადა: "ფეხბურთი ეს არის ემოციები და ხანდახან შეიძლება ემოციებს აჰყვე. ზოგჯერ მოახდინო რეაგირება, ზოგჯერ კი არა, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ჩვენი პროვოცირება მოახდინეს. დიახ, შესაძლოა მე არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ბუნებრივად ვიმოქმედე."

 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის საპასუხო შეხვედრის ბოლოს, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართა, მოურინიო ტიტო ვილანოვას უკნიდან მიეპარა და მას თვალში თითი ჩაარჭო, რაზეც კატალონიელი სპეციალისტისგან შესაბამისი პასუხი, სახეში სილა მიიღო. მომხდარის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მადრიდელთა თავკაცი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600 ევროიანი ჯარიმით დასაჯა, ხოლო ვილანოვას 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 300 ევროს გადახდა დააკისრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.