აგენტი: პინტომ კარიერა შეიძლება ინგლისურ პრემიერ-ლიგაში გააგრძელოს
ესპანური ”ბარსელონას” მეკარემ, ხოსე მანუელ პინტომ კარიერა შეიძლება ინგლისურ პრემიერ-ლიგაში გააგრძელოს, ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტმა, ხუან მარავერმა გააკეთა.
”პინტო უპირატესობას ყოველთვის ”ბარსელონაში” თამაშს მიანიჭებს, მაგრამ თუ გაიერკვევა, რომ კატალონიური კლუბი მასზე იმედებს აღარ ამყარებს, მაშინ მისი გაჩერების შემდეგი ადგილი ინგლისური პრემიერ-ლიგა იქნება” - განაცხადა მარავერმა.
შეგახსენებთ, რომ პინტო ”ბარსელონაში” 2008 წელს ”სელტადან” გადავიდა. ”ბარსელონასთან” მისი კონტრაქტი 2012 წლის ივნისში სრულდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]