Sky Sports: კაილ უოკერი, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადავიდეს
"ტოტენჰემის" მცველმა, კაილ უოკერმა, შესაძლოა, კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.
როგორც მოგეხსენებათ, ალეიშ ვიდალის ტრავმის შემდეგ, რომელიც მინიმუმ 5 თვით იუქმებს, კატალონიური კლუბი მარჯვენა მცველის აქტიურ ძიებაშია.
"ბარსელონას" რეგლამენტის თანახმად უფლება აქვს, რომ არასატრანსფერო პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატის რომელიმე ფეხბურთელი ან თავისუფალი აგენტი გაიფორმოს. ამიტომაც, უოკერის ტრანსფერი მხოლოდ ზაფხულშია სავარაუდო.
მიმდინარე სეზონში, უოკერმა "ტოტენჰემის" მაისურით ინგლისურ პრემიერ-ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]