"ბარსელონას" მეტოქე სამეფო თასზე "ჰოსპიტალეტია"

"ბარსელონას" მეტოქე სამეფო თასზე "ჰოსპიტალეტია"

როგორც იცით, დასრულდა სამეფო თასის კენჭისყრა და შედეგები უკვე ცნობილია. კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდება ადგილობრივ გუნდს, "ჰოსპიტალეტს".

 

"ბარსელონას" სახელი მეოთხე ფირფიტაზე ამოვიდა კენჭისყრის დროს და მათ მოუწევთ ადგილობრივი დერბის გამართვა "ჰოსპიტალეტის" წინააღმდეგ. პირველი შეხვედრა გაიმართება 9 ნოემბერს "ფლეიქსა ლიაგრაზე", ხოლო განმაეორებითი - 21 დეკემბერს, "კამპ ნოუზე". აღსანიშნავია, რომ "პატარა" კატალონიურ კლუბს წვრთნის ყოფილი "ბარსელონელი", ხორდი ვინიალსი.

 

პირველი შეხვედრა

 

ეს გუნდები ოფიციალურად პირველად წარსდგებიან ერთმანეთის წინაშე. აქამდე კი მათ მოუწიათ კატალონიის თასზე ერთმანეთთან შეხვედრა. მატჩი "ბარსელონელთა" უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშიც დაფიქსირდა, 2:0, ჯონათან სორიანოსა და ჯონათას დოს სანტოსის გოლების წყალობით.

 

სრული სია

 

"კადისი" - "ვალენსია"

"პონფერადინა" - "რეალ მადრიდი"

"მირანდესი" - "ვილა-რეალი"

"ლებე" - "სევილია"

"ალბასეტე" - "ატლეტიკო მადრიდი"

"ოვიედო" - "ატლეტიკ ბილბაო"

"ალმერია" - "ოსასუნა"

"ალკორკონი" - "სარაგოსა"

"სელტა" - "ესპანიოლი"

"კორდობა" - "ბეტისი"

"რასინგი" - "რაიო ვალიეკანო"

"დეპორტივო" - "ლევანტე"

"მალიორკა" - "სპორტინგი"

"ხეტაფე" - "მალაგა"

"რეალ სოსიედადი" - "გრანადა"

"ჰოსპიტალეტი" - "ბარსელონა" 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.