მაურინიო “ბარსელონას” ზვერავს

მაურინიო “ბარსელონას” ზვერავს

სილვინიო დე ალმეიდა ლაურო და ბალტემარ ჯოზე ოლივეირა (იგივე "ბრიტო) არიან ჟოზე მაურინიოს თანაშემწეები. ისინი მაურინიოს თანაშემწეები არიან თითქმის მისი მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, როგორც "პორტუში”, ასევე "ჩელსიში”. მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მათ ჟოზე მაურინიოსთან ერთად დატოვეს ლონდონის "ჩელსის” სამწვრთნელო შტაბი და დღემდე უმუშევრად არიან. სილვინიო და ბრიტო არ ტოვებენ კატალონიური "ბარსელონას” არცერთ თამაშს, ისინი შეხვედრებს ან ტელევიზორით ადევნებნ თვალს, ან ტრიბუნებიდან. ფართო საზოგადოებისთვის მათი სახელები არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მათ კარგად იცნობენ ტექნიკური პერსონალის წევრები და აგენტები.

ჭორები ჟოზე მაურინიოს ინგლისის ნაკრების თავკაცად დანიშვნის შესახებ ჯერ კიდევ აქტუალურია, მითუმეტეს, რომ მის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს რიო ფერდინანდმა, ჯონ ტერიმ და ფრენკ ლამპარდმა. მაგრამ, პორტუგალიელი აცხადებს, რომ მას სურს კლუბის გაწვრთნა. მისი განცხადებით, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა არის ნაკრების გასაწვრთნელად.

დღესდღეობით იგი ითვლება დიდი შესაზლებლობების მწვრთნელად, რომელიც ამ დრომდე უმუშევარია. მართალია "ბარსელონას” მხრიდან გამოსული ოფიციალური ინფორმაცია იტყობინება, რომ გუნდის ფუნქციონირების კურსის შეცვლა არ იგეგმება, მაგრამ ხელმძღვანელობაში ბევრი თვლის, რომ გუნდს სჭირდება უფრო მკაცრი ხელი. ფრანკ რაიკაარდს შეუძლია თავისი სურვილით, ან ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გუნდის დატოვება უკვე ივლისში.

მაურინიო ყველა გამოკითხვით სჯობს დაჟე არსენ ვეგერსაც "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე.

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, ჯონ ტერიმ განაცხადა, რომ იგი მოხარული იქნება, თუ ინგლისის ნაკრებს სწორედ ჟოზე მაურინიო გაწვრთნის, მაგრამ როგორც სჩანს თავად მაურინიოს ეს პოსტი მაინცდამაინც არ ხიბლავს.

ჯერჯერობით "ბარსელონას” და მაურინიოს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ ორი პორტუგალიელის კლუბის თამაშებით ესოდენ დიდი დაინტერესება უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.