ჩავის მამა: ჩემი შვილი "ბარსელონას" გასაწვრთნელად ჯერ მზად არ არის
"ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის მამა აცხადებს, რომ მისი შვილისთვის კატალონიური კლუბის გაწვრთნა ჯერ ადრეა.
"ბარსელონაში" დიდი ზეწოლაა, ამიტომ ასეთ კლუბში სამწვრთნელო კარიერის დაწყება კომფორტული არ იქნებოდა. ჩავიმ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წაიწიოს. დიდი ზეწოლის ქვეშ დაწყება კარგს არაფერს მოიტანს."
"მან ერთხელ უკვე თქვა, რომ კარგად მომზადებული უნდა იყოს, რათა "ბარსელონაში" მთავარ მწვრთნელად დაბრუნდეს."
"მას თამაშის გაგრძელება კიდევ ერთი ან ორი წლით შეეძლო, მაგრამ გადაწყვიტა სამწვრთნელო კარიერა დაეწყო. ჩავი აქ კიდევ ორი წლით დარჩება." - ციტირებს ჩავი ერნანდესის მამის სიტყვებს Esports 3.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩავიმ თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი მატჩი ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]