"ბარსელონა"–"რასინგი". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონა"–"რასინგი". ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

კატალონიის "ბარსელონას" მეკარე, ვიქტორ ვალდესი უკვე მეოთხე თამაშია, რაც პრიმერა დივიზიონში "კამპ–ნოუზე" გოლს არ უშვებს, თუმცა იგი ამას რაღაც სასწაულად არ მიიჩნევს. ეს მიღწევა დაცვის ხაზის უდიდესი დამსახურებაა, რომელიც კარლეს პუიოლის დაბრუნების შემდეგ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. 3:0 გამარჯვების შემდეგ, "ბარსას" ფეხბურთელებმა პატარა კომენტარებიც გააკეთეს და ისაუბრეს უშუალოდ შეხვედრაზე.

 

ვიქტორ ვალდესი: "ჩვენ ყველა თამაშში ბრწყინვალედ ვიცავთ თავს და მეც, ჩემის მხრივ ვცდილობ არ გავუშვა გოლი, თუკი მეტოქე მოახერხებს კარში დარტყმას. რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ მატჩს, პირველივე წუთებიდან ნათელი იყო, რომ მოვიგებდით. მესი უბრალოდ ფენომენალურ შედეგს აჩვენებს. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ძალიან გვეხმარება წარმატების მიღწევაში."

 

ჩავი ერნანდესი: "შეხვედრა არ ყოფილა მაინც და მაინც სანახაობრივი, რადგან "რასინგმა" არ მოისურვა ეს. პირველი ორი გოლის შემდეგ, ჩვენ ნორმალურ რიტმში დავიწყეთ თამაში. რაც შეეხება ტიაგოს, იგი ისეთი ბრწყინვალეა, რომ სადაც მოისურვებს იქ შეუძლია თავის გამოჩენა, გინდ დაცვაში და გინდ თავდასხმაში. კარგია, რომ პეპი ყველა ახალგაზრდას აძლევს შანსს."

 

პედრო როდრიგესი: "ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს. ვწუხვარ, რომ აბიდალმა ვერ მოახერხა გოლის გატანა. არადა ეს ფაქტი ყველას გაგვახარებდა; თუმცა არაუშავს, მას კიდევ ექნება მეტოქის კარის აღების შანსი." 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.