უგო ჩავესის ქალიშვილმა ვერ მოახერხა მესისთან სურათის გადაღება

უგო ჩავესის ქალიშვილმა ვერ მოახერხა მესისთან სურათის გადაღება

ვენესუელას პრეზიდენტის, უგო ჩავესის ქალიშვილი, როსინე ჩავესი ფიქრობდა, რომ მას თავისი სახელი დაეხმარებოდა ოცნების ახდენაში, თუმცა საბოლოოდ მან მაინც ვერ მოახერხა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან, ლიონელ მესისთან სურათის გადაღება.

 

გასულ სამშაბათს, არგენტინის ნაკრებმა პუერტო ლა კრუსში ვენესუელას წინააღმდეგ ითამაშა. მათ მასპინძლებთან 0:1 წააგეს. მატჩის შემდეგ უგო ჩავესის ერთ–ერთმა ქალიშვილმა, სტუმრების გასახდელში მოხვედრა სცადა. მისი მიზანი აშკარა იყო–გადაეღო სურათი ლეო მესისთან...

 

...მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა. მსაჯის სასტვენისთანავე, "ბარსელონას" თავდამსხმელი არ დაელოდა გუნდს და ტაქსით, პირდაპირ სასტუმოსკენ გაემართა, რათა ცოტა დაესვენა და შემდეგ დაბრუნებულიყო კატალონიაში. აი ასე გაუცრუვდა როსინეს იმედები და ვერ აიხდინა ოცნება, მაგრამ მან იხტიბარი არ გაიტეხა და არგენტინელთა მთავარ მწვრთნელთან, საბელიასთან ერთად გადაიღო სამახსოვრო სურათი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.