მეკარეთა კასტინგი
მიმდინარე თვის მიწურულს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, კლუბის ტექნიკური მდივნისგან მიიღებს მოხსენებას მეკარეებთან მიმართებაში. ყველა პრეტენდენტი ახალგაზრდაა და მათი როლია პინტოს შეცვლა "ბარსაში".
მიმდინარე თვის ბოლოს შედგება შეხვედრა "ბარსას" ტექნიკურ მდივანსა და პეპ გვარდიოლას შორის. საუბრის მთავარი თემა იქნება ხოსე მანუელ პინტოს შემცვლელები. შეგახსენებთ, რომ პინტოს კონტრაქტი "ბარსასთან" 2012 წლის ივნისში იწურება, მეკარის ასაკი კი უკვე 36 წელს შეადგენს. კატალონიური გრანდის მეორე მეკარის პოზიციაზე წარდგენილი ფეხბურთელების ასაკი 23 წელს არ აღემატება. ისინი ოთხნი არიან:
1. ვოიცეხ შესნი - საუკეთესო ვარიანტი "ბლაუგრანასთვის". მის აქტივშია გამოცდილება, რომელიც "არსენალში" თამაშისას დააგროვა. ვოიცეხი ვარშავაში დაიბადა. მისი სიმაღლე 195 სმ-ია. "მეთოფეთა" რიგებში მისი ოფიციალური დებიუტი 2009 წლის 22 სექტემბერს შედგა, "ვესტ ბრომვიჩემის" წინააღმდეგ ლიგის თასში თამაშისას, თუმცა მოგვიანებით მას გზაზე ალმუნია და ფაბიანსკი გადაეღობნენ. ვოიცეხი არენდით გაგზავნეს "ბრენტფორდში" - კლუბში, რომელიც ინგლისის მესამე დივიზიონში გამოდის. მომდევნო წლის დასაწყისში (2010/11) იგი "არსენალში" დაბრუნდა და მოედანზე მხოლოდ 13 დეკემბერს, "ოლდ ტრაფორდზე" გამოვიდა. ამის შემდეგ შესნის პოზიცია ძირითად შემადგენლობაში გამყარდა. თუ კლუბები მოლაპარაკებების წარმოებას დაიწყებენ, აუცილებლად ამოტივტივდება "ბარსეონასთვის" კარგად ნაცნობი ფრანგი წარმოშობის მწვრთნელის, არსენ ვენგერის სახელი.
2. ესტებან ანდრადა. ამ 20 წლის არგენტინელს გაცილებით დიდი შანსი აქვს "კამპ ნოუზე" თამაშისა, ვიდრე ზემოთ განხილულ პრეტენდენტს. ესტებანი "ლანუსში" თამაშობს და ამ წელს მას სრულყოფილი შესაძლებლობა ჰქონდა, გამხდარიყო "ბარსას" მოთამაშე, რომ არა მისი სატრანსფერო ღირებულება, რომელიც 4 მილიონ ევროს შეადგენს. მისი სიმაღლე 193 სმ-ია. ზაფხულში იგი მონაწილეობას იღებდა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში. ანდრადა არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთ იმედად მოიაზრება და მოლაპარაკებებში ჩართული ხალხის ინფორმაციით, სწორედ ის გახდება "ბარსას" მეორე მეკარე.
3. ნიკოლაი მიხაილოვი. ჰოლანდიური "ტვენტეს" 23 წლის მეკარე თავისი გუნდის კარს უკვე მეხუთე სეზონია იცავს. ნიკოლაი ბულგარეთის ნაკრების ლეგენდარული მეკარის შვილია. კარიერა "ლევსკში" დაიწყო. მისი სიმაღლე 194 სმ-ია. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი გვევლინება "ტვენტეს" ძირითად მეკარედ.
4. ნიკოლა ლეალი - ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატებს შორის. იგი მხოლოს 18 წლისაა, თუმცა ფაქტი, რომ მისით "ბარსა" ინტერესდება, უკვე რაღაცაზე მეტყველებს. კატალონიელების გარდა ლეალმა "იუვენტუსის" ყურადღებაც მიიბყრო. ამჟამად იგი "ბრეშიაში" თამაშობს (სერია ბ). მისი სიმაღლე 190 სმ-ია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]