სესკი შაბათს დაბრუნდება

სესკი შაბათს დაბრუნდება

კატალონიელი სამ კვირიან აღდგენით პერიოდს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით დაასრულებს.  დღეს და ხვალ ფაბრეგასი გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

 

ყველა სიახლე დაკავშირებული კუნთის ტრავმვასთან, რომელი აქტიურად აწუხებთ "ბარსას" ფეხურთელებს, არ არის საგანგაშო. საქმე ისაა, რომ ამ კვირაში "ბლაუგრანას" ლაზარეთს ერთი ადამიანი გამოაკლდება. მოსალოდნელია, რომ უკვე ამ პარასკევს სესკი ექიმებისგან თამაშის ნებართვას მიიღებს და მოგვევლინება შაბათს, "სევილიას" წინააღმდეგ, "კამპ ნოუზე" გასამართი მატჩის განაცხადში.

 

უკვე დღეს და ხვალ არენისელი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ივარჯიშებს, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში სესკი ექიმ ემილი რიკარას მეთვალყურეობით ლა მოლასა და მონსერატის მთებში ვარჯიშობდა.

 

საერთო ჯამში, ფაბრეგასი წინასწარ განსაზღვრულ აღდგენით პერიოდში ჯდება - სამი კვირა, როგორც წინასწარ ვარაუდობდნენ ექიმები. სწორედ ეს პერიოდი დასახლედა მაშინ, როცა გაირკვა, რომ "ბარსას" ახალწვეული ტრავმირებულთა სიას მიემატა.

 

სესკის დაბრუნების შემდეგ, გვარდიოლას ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიაში დარჩებიან აფელაი, სანჩესი და პიკე. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა ტრავმა შაბათს გამართულ შეხვედრაში მიიღო და მის დაბრუნებას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება. რაც შეეხება ალექსის, იგი სავარაუდოდ სამ კვირაში შეუერთდება გუნდს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.