"ბარსას" ახალი ჟურნალი
გვარდიოლას ფეხბურთელებმა მიიღეს "ბარსას" ჟურნალის უახლესი გამოშვებები. ჟურნალში საუბარია იმ 11 მოთამაშეზე, რომლებმაც საფეხბურთო განათლება ლა მასიაში მიიღეს და ახლა პირველი გუნდის ღირსეული წარმომადგენლები არიან.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, "ბარსელონას" წევრები მიიღებენ "ბარსას" ჟურნალს, რომელიც მოიცავს მოხსენებას ადგილობრივად აღზრდილ ფეხბურთელებზე, რომლებიც "ლა მასიას" ახალ შენობაზე საუბრობენ. ამ ფეხბურთელებმა, გუნდის სხვა წევრებთან ერთად უკვე მიიღეს ჟურნალის ერთი ეგზემპლარი.
"ბარსას" ჟურნალში განხილულები არიან ვალდესი, პუიოლი, პიკე, ფონტასი, ტიაგო, ჩავი, ინიესტა, პედრო, მესი, სერხიო ბუსკეტსი და სესკ ფაბრეგასი. ესენი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ერთ დროს "ბარსას" ახალგაზრდული სისტემის წევრები იყვნენ, ახლა კი პირველი გუნდის ღირსებას იცავენ.
ახალი "ლა მასიას" ინაუგურაცია 20 ოქტობმერს, ესპანეთის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]