სესკმა გუნდთან ერთად მსუბუქად ივარჯიშა
პირველი გუნდის ფეხბურთელები დღეს დილით ვარჯიშს დაუბრუნდნენ და ოთხშაბათის მატჩისთვის მზადება დაიწყეს. ტრავმის მიღების შემდეგ სესკ ფაბრეგასი გუნდს პირველად შეუერთდა და თანაგუნდელებთან ერთად მცირე დროით ივარჯიშა.
"რასინგთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გამოწერილი ერთ დღიანი დასვენების შემდეგ, ფეხბურთელები დღეს დილით "სიუტატ ესპორტივას" ბაზაზე შეიკრიბნენ და მზადება დაისწყეს ოთხშაბათის მატჩისთვის. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართავენ ჯგუფური ეტაპის შეხვედრას "ვიქტრია პლზენის" წინააღმდეგ.
ჩემპიონთა ლიგის ბურთით "სიუტატ ესპორტივას" ნომერ მეორე სავარჯიშო ბაზაზე პირველი გუნდის 19 ფეხბურთელი გამოცხადდა - 18 ხელმისაწვდომი + ფაბრეგასი. 1 ოქტომბერს, ვარჯიშისას მიღებული ტრავმის შემდეგ, ფაბრეგასი გუნდს დღეს პირველად შეუერთდა.
ტრავმირებულმა ალექსისმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა.
დღევანდელ ვარჯიშს "ბარსელონა ბ"-ს რვა ფეხბურთელი შეუერთდა. მათ შორის იყვნენ ხავიერ ესპინოსა, ორიოლ როსელი, გუსტავო ლედესი, მარკ ბარტრა, სერხი გომესი, კარლოს კარმონა, მარტი რივეროლა და კარლეს პლანასი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]