“მილანი” რონალდინიოს, ეტო’ოს და ძამბროტას არ ეშვება

“მილანი” რონალდინიოს, ეტო’ოს და ძამბროტას არ ეშვება

იტალიური "მილანის” ხელმძღვანელობა კვლავ იმედვნებს, რომ შესძლებს კატალონიური "ბარსელონადან” სამი ფეხბურთელის – რონალდინიოს, ეტო’ოს და ძამბროტას შეძენას. როგორც ესპანური "El Mundo Deportivo” იუწყება, მომავალ კვირაში იგეგმება მილანური და კატალონიური კლუბების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა.

იტალიელი მცველი და ბრაზილიელი თავდამსხმელი მილანური კლუბის ინტერესის სფეროში დიდი ხანია არიან მოქცეულები და ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბრები მათი ტრანსფერის შესახებ. რაც შეეხება კამერუნის ნაკრების ფორვარდს, სამუელ ეტო’ოს, იგი დროდადრო მოხვდება ხოლმე სატრანსფერო სპეკულაციების ეპიცენტრში. მისი ტრამვიანობის პერიოდში ეს ნაკლებად შეიმჩნეოდა, მაგრამ, გამოჯანმრთელდა თუ არა იგი, მაშინვე დაიწყო მისი ტრასფერის შესახებ ჭორების გავრცელება. ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი, რომელსაც ეტო’ოს ტრანსფერს უკავშირებენ, არის სწორედ იტალიური "მილანი”, რომელმაც გუნდში რონალდოს ტრამვის გამო წარმოქმნილი  პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა და სწორედ კამერუნელის დახმარებით აპირებს ამას.

წყარო: www.sport-express.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.