სოლბაკენი: "რაღაც ასპექტებში პოდოლსკი მესის ჯობია"
გერმანული "კიოლნის" მთავარი მწვრთნელი სტოლე სოლბაკენი, საქებარ სიტყვებს არ იშურებს თავისი გუნდის თავდამსხმელის, ლუკას პოდოლსკის მიმართ. მან გერმანელი ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ მესისაც კი შეადარა და თქვა, რომ რაღაც ასპექტებში მას ჯობია კიდეც.
"პოდოლსკი შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია აიღოს თამაში საკუთარ თავზე და მოგვაგებინოს. შეიძლება ლეო მესი მარცხენა ფეხით კარგად თამაშობს, თუმცა არ აქვს ისეთი ძლიერი დარტყმა, როგორიც ლუკასს. გერმანელი ცაციაა და ძალიან, ძალიან ძლიერად შეუძლია დარტყმა. ამის გარდა კიდევ არის რაღაც ასპექტები, სადაც არგენტინელი გერმანელს ვერ შეედრება." –ციტირებს სოლბაკენის სიტყვებს გერმანული გამოცემა Bild.
პოდოლსკი "კიოლნში" 2009 წლიდან გამოდის და 67 ჩატარებულ მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]