ბოლო ვარჯიში მატჩამდე

ბოლო ვარჯიში მატჩამდე


ოთხშაბათს დილით ”ბარსელონამ” ბოლო ვარჯიში ჩაატარა ”ვიქტორია პლზენთან” გასამართ შეხვედრამდე. გუნდი მატჩის დაწყებამდე სასტუმროში დარჩება.

19-მა ფეხბურთელმა, რომლებიც დღევანდელი მატჩის განაცხადში მოხვდნენ (17 პირველი გუნდის, 2 ფილიალიდან) დღეს დილით კიდევ ერთხელ ივარჯიშა ”ნოუ კამპზე”. ეს სესია ბოლო იყო ”პლზენთან” გასამართ მატჩამდე და ვარჯიშის მიზანი ბოლო დეტალების დაზუსტება და მეტოქის გაცნობა იყო. მეტოქე მართლაც რომ ჯგუფში ყველაზე გამოუცნობია.

შეკრება სასტუმროში

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები სასტუმრო ”Majestic”-ში დაბრუნდნენ. ისინი შუადღით ისადილებენ და დაისვენებენ მატჩის დაწყებამდე. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ უეფამ ორივე გუნდს გასახდელში 21:30 საათზე შეიკრება მოსთხოვა. მატჩი ”ნოუ კამპზე” 22:45 საათზე დაიწყება.

p.s. ესეც ჩემი 900 სიახლე ბარსამანიაზე

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.