ბოლო ვარჯიში მატჩამდე

ბოლო ვარჯიში მატჩამდე


გუნდმა პეპ გვარდიოლას მეთაურობით დღეს დილით ივარჯიშა ”ნოუ კამპზე” და დაასრულა ლევერკუზენის ”ბაიერისთვის” მზადება. ვარჯიშზე ის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც გუშინ. ალექსისი და პუიოლი განცალკევებით ვარჯიშობდნენ. გუნდი ”ნოუ კამპზე” 18:30 საათზე დაბრუნდება.

ხუთშაბათს დილით ”ბარსელონამ” ”ნოუ კამპზე” მზადება დაასრულა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრისთვის, რომელიც დღეც, ლევერკუზენის ”ბაიერთან” გაიმართება.

ვარჯიშზე პირველი გუნდის 14 წევრი იმყოფებოდა. ”ბარსა ბ”-დან გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, ჯონათან დოს სანტოსი, მარკ მუნიესა და კრისტიან ტელიო. ტრავმირებული ფეხბურთელები, ალექსის სანჩესი და კარლეს პუიოლი განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

გუნდმა, რომელმაც გუშინდელი ღამე სასტუმრო ”მანდარინში” გაატარა დღეს ”ნოუ კამპზე” ბოლო დეტალები დააზუსტა. გუნდი ვარჯიშის დასრულების შემდეგ სასტუმროში დაბრუნდა. პეპ გვარდიოლა და მისი გუნდი ”ნოუ კამპზე” 18:30 საათზე დაბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.