მზადება ”სევილიასთვის” დაიწყო
პირველი გუნდის ფორმაში მყოფმა 17 ფეხბურთელმა, პლიუს სესკ ფაბრეგასმა, ”ბარსა ბ”-დან სამმა და ”ხუვენილ ბ-დან ერთმა ფეხბურთელმა ივარჯიშა სიუტატ ესპორტივას მეორე მოედანზე გუშინ შუადღით. ალექსისი და პიკე გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ.
ჩემპიონთა ლიგის მე-3 მატჩის შემდეგ ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში 22 ფეხბურთელია: 17 პირველი გუნდის, სესკ ფაბრეგასი (მას თამაშის უფლება არ მიუღია), ”ბარსა ბ”-დან სამი ფეხბურთელი (მინიო, ორიოლ როსელი და სერხი გომესი) და ერთი ფეხბურთელი ”ხუვენილ ბ”-დან, ჟოელ უერტასი. უერტასი 1995 წლის 9 მაისს არის დაბადებული. ის მარცხენა ნახევარმცველია.
ალექსის სანჩესი და ხერარდ პიკე, პირველი გუნდის 2 ტრავმირებული ფეხბურთელი ასევე ვარჯიშობდა სიუტატ ესპორტივას მე-2 მოედანზე. ორივე მათგანი აღდგენით ვარჯიშებს ატარებდა გუნდისგან განცალკევებით.
გუნდი ვარჯიშს პარასკევს, დილის 11 საათზე გამართავს. ეს იქნება ”სევილიასთან” გასამართ მატჩამდე ბოლოსწინა ვარჯიში. სესიის შემდეგ პეპ გვარდიოლა ჟურნალისტების წინაშე წარსდგება.






ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]