გვარდიოლა "სევილიასთან" დაუმარცხებელია
მას შემდეგ, რაც კატალონიურ გრანდს სათავეში გვარდიოლა ჩაუდგა, "ბარსელონა" არასდროს დამარცხებულა "სევილიასთან". "ლურჯ-ბროწეულისფრემბა" მოიგეს ყველა შეხვედრა ანდალუსიელებთან, გარდა ერთისა, რომელიც შარშან "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა და ფრედ დასრულდა.
"სევილიასთან" გვარდიოლას დაპირისირება თითქმის ყოველთვის ბედნიერად სრულდება. ბოლო ექვს შეხვედრაში "ბარსელონამ" ხუთჯერ იმარჯვა, ხოლო ერთხელ ფრე გააგორა.
იგივე დრო, იგივე ადგილი
გასულ სეზონში "სევილიასთან" დაპირისპირება შაბათს, 22:00 საათზე (ესპანური დროით) გაიმართა, ისევე, როგორც ახლა იქნება. ერთადერთი სხვაობა ისაა, რომ მაშინ თამაში ერთი კვირით გვიან იყო, ანუ 30 ოქტომბერს. გასულ სეზონში, როცა კატალონიელებმა ანდალუსიელებს უმასპინძლეს, ლიონელ მესიმ (2), დავიდ ვილიამ (2) და დანი ალვესმა საკუთარ გუნდს ბრწინვალე გამარჯვება მოუტანეს.
დიდი გამარჯვებები
ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა სამხრეთელების კარში გოლების წვიმა იყო. 2008/09 წლებში "ბარსელონამ" "სანჩეს პისხუანზე" 0:3 მოიგო, ხოლო "კამპ ნოუზე" 4:0. მომდევნო სეზონში კატალოიელებმა კვლავ 4:0 იმარჯვეს შინ და მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიის დედაქალაქში 0:3-ს ლიდერობდნენ, საბოლოოდ 2:3 დაასრულეს თამაში, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა გამოავლინა. გასულ სეზონში კი, გვარდიოლამ ყველაზე დიდი გამარჯვება იზეიმა "სევილიელების" წინააღმდეგ - 5:0.
მხოლოდ ერთი ფრე
ისინი ერთმანეთს 2011 წლის დასაწყისში შეხვდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გვარდიოლას გუნდმა "სევილიელებთან" ქულები დაკარგა. ბოიანმა "ბარსელონა" წინ გაიყვანა, მაგრამ მასპინძელმა ნავასმა მატჩის მეორე ნახევარში გამოიჩინა თავი და გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, "ბარსელონამ" გათამაშების ცხრილში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა და წლის ბოლოს თასიც აღმართა.
"სევილია" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია
მარჩელინოს გუნდი ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია. მათ ოთხივე საშინაო შეხვედრა მოიგეს და ყველა გასვლითი მატჩი დაასრულეს ფრედ, რამაც ისინი "ბარსელონასა" და "ლევანტეს" კატეგორიაში გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა", "ლევანტე" და "სევილია" არიან ის გუნდები, რომლებიც მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულან. ანდალუსიელები ამჟამად გათამაშების ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]