პირველი გამოცდა ახლოვდება

პირველი გამოცდა ახლოვდება

არის დღეები, რომელსაც მწვრთნელები და ფეხბურთელები ინიშნავენ საკუთარ კალენდრებში. სწორედ ასეთი დღეა დღეს. "სევილია" მასპინძლობს კატალონიის "ბარსელონას" "სანჩეს პისხუანზე". დღევანდელი მატჩი იქნება ერთ–ერთი ყველაზე რთული პრიმერაში დარჩენილი 11 თამაშიდან. ამის შემდეგ მათ ელოდებათ ძალიან რთული შეხვედრა "ვილიარელთან", ხოლო შემდეგ კი მადრიდის "რეალთან".

 

არცერთი წაგება "სევილიასთან" გვარდიოლას ეპოქაში

ისტორია "ბარსას" მხარესაა. გვარდიოლას გუნდს პრიმერაში არცერთხელ არ წაუგია ანდალუსიელებთან. ნათამაშებ 21 შეხვედრაში, "ბლაუგრანამ" 19–ჯერ იმარჯვა, ხოლო 2–ჯერ ფრე გააგორა. "ბარსელონამ" ბოლო 2 თამაშიც თავის სასარგებლოდ დაამთავარა, ანგარიშებით: 2:0(სახლში) და 2:3(სტუმრად).

 

ყველა, გარდა პუიოლისა

გვარდიოლამ "სევილიასთან" მატჩში განაცხადში შეიყავანა ყველა ფეხბურთელი პირველი გუნდიდან, გარდა კარლეს პუიოლისა. ამ უკანასკნალს მედიკოსებმა არ მისცეს თამაშის უფლება. პეპზეა დამოკიდებული ძირითად თერთმეტეულში ვინ იასპარეზებს. საინტერესოა ისიც, ათამაშებს თუ არა იგივე შემადგენლობას, როგორიც იყო "არსენალთან" მატჩში.

 

"სევილიას" მეტი დანაკარგი აქვს

 დღევანდელ შეხვედრაში საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს "სევილიელთა" მწვრთნელს, მანსანოს. გუნდის ძირითადმა შემტევმა, ლუიშ ფაბიანომ ტრავმა მიიღო საო პაულოში. ასევე ტრავმირებულია მეკარე პალოპი, ხოლო მცველი ესკუდე დისკვალიფიკაცირებულია. სევილია ამჟამად მე–9 პოზიციას იკავებს ცხრილში, მათ ჰაერივით სჭირდებათ 3 ქულა, რათა საჩემპიონთალიგო ზონაში მოხვდნენ. დღეს იქნება უშეღავათო ბრძოლა გამარჯვებისთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.