ბალოტელი: "მალე მანჩესტერული დერბი "ელ კლასიკოს" აჯობებს"

ბალოტელი: "მალე მანჩესტერული დერბი "ელ კლასიკოს" აჯობებს"

 

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, განაცხადა, რომ მისი აზრით სულ მალე მანჩესტერული დერბი რეიტინგით "ელ კლასიკოს" ("ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირება) აჯობებს. იტალიელი ფეხბურთელი თვლის, რომ ბრიტანული გრანდების ბრძოლა უფრო საინტერესოა, ვიდრე ესპანელების.

 

"მე რომ ტელევიზორთან ვიჯდე და ერთდროულად მანჩესტერული დერბი და "ელ კლასიკო" გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ინგლისური გრანდების ყურებას ვამჯობინებდი. რაც შეეხება "მილანის" და "ინტერის" ბრძოლას, ეს ყველაზე უინტერესო თანაქალაქელების შეხვედრაა მსოფლიოში. დედამიწაზე მაინც ყველაზე ყურებად მატჩად "ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირება ითვლება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "სიტი" და "იუნაიტედი" მათ გადაუჯოკრიან." –ციტირებს ბალოტელის სიტყვებს ინგლისური გამოცემა The Sun.

 

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფორვარდი "სიტიში" 2010 წლიდან გამოდის და 22 ჩატარებულ ოფიციალურ მატჩში 9–ჯერ აიღო მეტოქის კარი.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.