ებრაელი და პალესტინელი ბავშვები "კამპ ნოუზე"
10-დან 12 წლამდე ასაკის 50 ებრაელი და პალესტინელი ბავშვი, შაბათს საღამოს დაესწრნენ "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრას, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდნენ. პარასკევს ახალგაზრდები კატალონიური გრანდის პირველი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდნენ.
Fons Català de Cooperació-მ Fundació del FC Barcelona-სთან ერთად ორგანიზება გაუკეთა საქალაქო ტურს და აღნიშნული ტურის ფარგლებში შაბათის მატჩზე დაპატიჟა "იერუსალიმ-შაუფატისა" და "ჰაპოელ კატამონის" სპორტული სკოლების ახალგაზრდა მოსწავლეები.
პარასკევს ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ პეპ გვარდიოლასა და პირველი გუნდის რამდენიმე წევრს, რომელთა შორის იყვნენ მესი, პუიოლი, ალვეში და პედრო. შეხვედრა "სიუტატ ესპორტივაზე" შედგა. მოგვიანებით ახალგაზრდებმა "კამპ ნოუ" დაათვალიერეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]