დებიუტი "კამპ ნოუზე"
დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე, "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "ლეონს" უმასპინძლებს. შეხვედრა "გამპერის თასის" ფარგლებში გაიმართება და ეს მატჩი მიმიდნარე სეზონზე "კამპ ნოუზე" ჩატარებული პირველი შეხვედრა იქნება.
აღნიშნული მატჩი საკმაოდ საინტერესოა "ბარსელონას" ახალ მწვრთნელ ლუის ენრიკესთვის, მას "კამპ ნოუზე" "ბლაუგრანას" მაისურით არა ერთ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა მწვრთნელის ამპლუაში ეს მისთვის პირველი მატჩი იქნება.
"კამპ ნოუზე" დღეს ასევე შედგება "ბარსელონას" ახალწვეულების: ბრავოს, მასიპის, მატიეს, რაკიტიჩისა და ლუის სუარესის დებიუტიც. ტერ შტეგენსა და ვერმალენს კი ტრავმის გამო დაცდა მოუწევთ. რაც შეეხება რაფინიას, მისი დებიუტი "კამპ ნოუზე" ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როდესაც ის "ბარსა ბს" ღირსებას იცავდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 50 ]