საკონტრაქტო ვალდებულებები

საკონტრაქტო ვალდებულებები


რამდენიმე სიტყვა ერიკ აბიდალის კონტრაქტზე, საერთო სურათზე გუნდში და საუბარი მოტივაციაზე.

საინტერესო კვირა გამოვიდა. ”მანჩესტერი” სახლში ”სიტისგან” 6 ბურთს უშვებს, 8 გოლი გავიდა ”ანჟი” - ”ცსკას” შეხვედრაში, 3:0-იდან ”მილანის” 4:3 გამარჯვება, ”შახტარის” მარცხი შინ ”მეტალისტთან”. ამ მარცხით დონეცკური გუნდი ჩემპიონატში მესამე ადგილზე დაქვეითდა, რაც უკვე 5 წელია არ მომხდარა. და რა თქმა უნდა ”სევილიას” საგმირო მატჩი ”ნოუ კამპზე”. მაგრამ ახლა სხვა თემაზე მსურს საუბარი.

გასულ კვირას საზოგადოებამ გაიგო, რომ ერიკ აბიდალი პირობების გამო ”ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს მას შემდეგ, რაც კლუბმა მას გაუკეთა. ასევე არ შეიძლება იმის დავიწყებაც, რომ კლუბისთვის ერიკსაც არანაკლები საქმე აქვს გაკეთებული.

კონტრაქტის გახანგრძლივება ფრანგთან მარტივი მიზეზის გამო ვერ ხერხდება. ესპანური კანონით ლეგიონერ ფეხბურთელს ხელფასიდან პირველი 4 წლის განმავლობაში 25% ექვითება, ხოლო მეხუთე სეზონიდან 45%. ვიმოდევნობ, რომ იცით რამდენი წელია ერიკი ბარსას ღირსებას იცავს... თავად აბიდალმა არაერთხელ განაცხადა, რომ ოცნებობს კარიერის ”ბარსელონაში” დასრულებაზე, უფრო მეტიც, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ფრანგი ცხოვრების გაგრძელებას კატალონიის დედაქალაქში გეგმავს. ეჭვი არ მეპარება, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმებას მიაღწევენ და კონტრაქტი გახანგრძლივდება. თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ ”ბარსელონასთვის” კატასტროფა არ მოხდება.

ამ შემთხვევამ საერთო სურათზე გადახედვა მომანდომა ”ბარსელონას” პირველი გუნდის ფეხბურთელების საკონტრაქტო ვალდებულებების შესახებ და ჩვენ ასეთი სურათი გვაქვს:

2012: აბიდალი, პინტო.

2013: პუიოლი, მაქსველი.

2014: ვალდესი, მასკერანო, ადრიანო, კეიტა, ვილია.

2015: პიკე, ფონტასი, ბუსკეტსი, ალვეში, ინიესტა, ტიაგო, აფელაი.

2016: ჩავი, ფაბრეგასი, პედრო, სანჩესი, მესი.

სავარაუდოა, რომ ”ბარსელონას” კაპიტნებს ბოლო პროფესიული კონტრაქტი უდევთ, რადგან მათი ხელშეკრულების ვადის გასვლის დროს ორივე 30 წელს ძალიან გადაშორებული იქნება - პუიოლი 35, ხოლო ჩავი 36 წლის იქნება. თუკი ტრავმები არ შეაწუხებს კარლესთან კვლავ შეიძლება 1 ან 2 წლიანი ხელშეკრულების გაფორმება. კლუბის ისტორიაში არც თუ ისე ბევრი ფეხბუთელია, რომელმაც მთლიანი საფეხბურთო კარიერა ”ბლაუგრანაში” გაატარა. სავარაუდოა, რომ ეს ორი ლეგენდა ტურისტულ კარიერას არაბეთში ან ამერიკაში არ გააგრძელებს, ამიტომ მათაც და კლუბსაც უნდა ესმოდეთ, რომ დასასრული უფრო ახლოსაა, ვიდრე დასაწყისი.

ეჭვი მეპარება იმაში,  რომ კეიტა, მაქსველი და აფელაი ბოლომდე შეასრულებენ საკონტრაქტო პირობებს. პინტო დიდი ალბათობით მომავალ ზაფხულს დატოვებს კატალონიურ კლუბს. რაც შეეხებათ ალვეშს, ვილიას, მასკერანოს და ადრიანოს, ამ საკითხებში თქვენ თავად დააფიქსირეთ მოსაზრებები.

მესის, პიკეს, ფაბრეგასს, ინიესტას, ბუსკეტსს, სანჩესს, პედროს, ტიაგოს და ფონტასს გრძელვადიანი ხელშკრელებები აქვთ 2015-16 წლამდე. ამ კონტრაქტების ვადის ამოწურვის დროს უმეტესობა მათგანს 30 წელიც არ ექნება შესრულებული, ინიესტას გამოკლებით (31). ზუსტად ეს არის გამოკვეთილი ბირთვი გუნდის არგენტინელი ფეხბურთელის მეთაურობით, რაც კლუბს სტაბილური მომავლის გარანტიას აძლევს.

2 წლის წინ, როდესაც ლიონელ მესიმ კლუბთან გრძევადიანი კონტრაქტი გააფორმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ ამან შეიძლება ფეხბურთელზეც და კლუბზეც ცუდად იმოქმედოს. ”კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივება ზედმეტია. ჩემი აზრით კონტრაქტის პირობების 8, 10 და 12 მილიონის გამართლებაზე უკეთესი უკვე დამსახურებული თამაშით მოპოვებაა. ეს იქნებოდა უკეთესი ფეხბურთელისთვის და კლუბისთვის. მთავარია, რომ ლეომ კლუბს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს, სრულად დაიხარჯოს თამაშებზე. თუკი 100%-ის ნაცვლად 90%-ით დაიხარჯები ეს გუნდის შედეგებს დაეტყობა”.

ვფიქრობ, რომ 2 წლის შემდეგ თავად კრუიფიც მოხარულია, რომ შეცდა. ის, რაშიც მესის ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ უმოტივაციობაა. ვაღიარებ, რომ ჩემთვის ამჟამინდელი ”ბარსას” ფენომენი არა ასობით გატანილ გოლში და ყველას და ყველაფრის შესანიშნავად შეთამაშებაში, არამედ კვლავ და კვლავ მოგების სურვილშია.

აქ კარგად მოერგება არიგო საკის კომენტარი მოტივაციასთან დაკავშირებით:

ერთხელ მარკო ვან ბასტენმა მკითხა, თუ რატომ უნდა გავიმარჯვოთ და ამასთანავე ეს გავაკეთოთ დამაჯერებლად. რამდენიმე წლის წინ ”France Football”-მა გამოაქვეყნა საუკეთესო საფეხბურთო გუნდების სია, სადაც ჩემი ”მილანიც” მოხვდა. ასევე ”World Soccer”-მა საუკეთესო გუნდების სიაში მე-4 ადგილი მოგვცა 1954 წლის უნგრეთის, 70 წლის ბრაზილიის და 74 წლის ჰოლანდიის შემდეგ. მე ავიღე ჟურნალი, ვაჩვენე ის მარკოს და ვუთხარი: ”აი რატომ უნდა მოიგო ყოველთვის და ეს დამაჯერებლად გააკეთო”. მე ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რომ ფეხბურთის ისტორიაში მოვმხდარიყავი. უბრალოდ მსურდა, რომ 90 წუთის განმავლობაში ხალხს ფეხბურთით სიამოვნება მიეღო. მსურდა სიამოვნება არა ფეხბურთით მიეღოთ, არამედ იმით, თუ როგორ ვაკეთებდით ჩვენ ამას. მე მმართავდა ლტოლვა, მაგრამ არა ჩემპიონთა თასის მოგების, არამედ ლტოლვა თამაშისკენ. მე უბრალო ბიჭი ვაყავი უდიდესი სიყვარულით სავსე იმ იდეის, რასაც ვაკეთებდი. კარგი მწვრთნელი ერთდროულად არის სცენარისტი და რეჟისორი. გუნდი კი მისი ფილმია”.

პ.ს. ”ბარსელონას” რეჟისორი უბრალო არ არის, მაგრამ მისი საკონტრაქტო ვალდებულებების გადახედვა საჭირო არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ის საერთოდ არ არსებობს. პეპს შეუძლია ”ბარსას” სათავეში კიდევ 10 წელი იყოს ან 2 წლის შემდეგ წავიდეს. აი ეს კი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.