”ბარსელონა” - ”მალიორკა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონა” - ”მალიორკა”. გვარდიოლა მატჩის წინ


პეპ გვარდიოლამ დაიცვა ლეო მესი როგორც მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი და ამავდროულად ყველას მიანიშნა, რომ მის ფეხბურთელებში ეჭვის შეტანა არ ღირს.

გვარდიოლა გუშინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და საკუთარი ფეხბურთელების დაცვა დაიწყო, განსაკუთრებით ლეო მესის, რომელიც ბოლო მატჩების განმავლობაში არასასიამოვნო პერიოდს გადის ”გოლების” მხრივ.

პეპმა განაცხადა: ”ჩვენ ბედინერები ვართ იმით რასაც ლეო აკეთებს. რაც ჩვენ გავაკეთეთ მის გარეშე ვერ გაკეთდებოდა. ჩვენთვის მისი ხარისხი უმნიშვნელოვანესია, თუნდაც სეზონის ბოლომდე გოლი ვერ გაიტანოს. არ მგონისა, რომ ფეხბურთის ისტორიაში იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ყოველ სამ დღეში 4 წლის მანძილზე ასეთ რაღაცეებს გააკეთებდა. ბევრმა დაიწყო ”ბარსას” გულშემატკივრობა ლეოს გამო. ხალხი ბილეთებს ყიდულობს, რათა მესი ნახოს. ნახო კიდევ ერთი ფეხბურთელი ასეთი სტაბილურობით, მუდმივად მაღალ დონეზე მოთამაშე 4 წლის განმავლობაში - ეს უბრალოდ შეუძლებელია”.

ამ საკითხზე წარტილის დასასმელად პეპმა განაცხადა: ”ის ყველას ჯობია. მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ის ეჯიბრებება, იბრძვის ყოველ სამ დღეში. ამას ყველა მატჩში რომ აკეთებდნენ - პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში ასეთი რამ არ მინახავს. მიუხედავად პელეს და დი სტეფანოს დიდი პატივისცემისა მე არასდროს მინახავს ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად ასეთი სტაბილურია”.

შეკითხვაზე, დაასვენებს თუ არა ლეოს პეპმა განაცხადა, რომ ის როგორც მწვრთნელი ამ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია და სათადარიგო სკამზე მას დატოვებს, როცა ”საჭიროდ ჩათვლის”, მიუხედავად იმისა, გაბრაზდება თუ არა ლეო. ”თუ გაბრაზდება მეორე დღეს წყენა გადაუვლის” - აღნიშნა მწვრთნელმა.

გუნდის მოქმედებაში საეჭვო არაფერია

მწვრთნელმა გააგრძელა ფეხბურთელების დაცვა იმ კრიტიკისგან, რასაც გუნდი ბოლო ტურებში თამაშის შემდეგ იღებს და აღნიშნა, რომ მის ფეხბურთელებში ეჭვი არ უნდა შეიტანონ. ”ეს ბიჭები ცდილობენ, დარბიან და იბრძვიან, როგორც საუკეთესო გუნდი” - განაცხადა პეპმა ”მარკას” სტატიასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოაქვეყნა, რომ თითქოს ”გრანადასთან” მატჩის შემდეგ პეპს სერიოზული საუბარი ჰქონდა გუნდთან.

მწვრთნელმა დაამშვიდა გულშემატკივრები და დაგვპირდა, რომ გუნდი ხარისხს კიდევ მოუმატებს ტრავმრებული ფეხბურთელები დაბრუნების შემდეგ. ”კმაყოფილი ვარ გუნდის თავდადებით. ჩვენთვის ხანდახან უკეთესიც არის დიდი ანგარიშით ვერ მოგება. ჩვენთვისვეა უკეთესი არ ვიყოთ ძალიან დარწმუებულები” - განაცხადა გვარდიოლამ.

მიუხედავად ბოლო თამაშებში მცირე ჩავარდნისა გვარდიოლას არ სურს დეკემბრის კლასიკოს გაგონება. ”რეალი” ბოლო შეხვედრებში მართლაც კარგ თამაშს აჩვენებს. ”ჩვენ დეკემბერში შევხვდებით. ჩვენ ვიღებთ შექებას, რასაც ”რეალიც” იღებს. პირადად მე ისინი ყოველთვის ძლიერ გუნდად მიმაჩნდა” - პეპმა საკუთარი აზრი სერხიო რამოსის კომენტარზე გააკეთა, რომელმაც გაანცხადა, რომ ახლა ”ბარსასთან” შესახვედრად საუკეთესო პერიოდია.

პეპმა ახალგაზრდა კანტერანოების კონტრაქტების გახანგრძლივებაზეც ისაუბრა: ”ეს ფეხბურთელები საინტერესონი არიან და ყველას სურს მათი გადაბირება. ცნობილია, რომ მათ შეთავაზებები აქვთ. შედეგი აქ სამი მხარის მოქმედებით უნდა მივიღოთ: კლუბის, ფეხბურთელის და აგენტის. კლუბი მუშაობის კუენკას, მონტოიას, მუნიესას და რაფინიას კონტრაქტების გახანგრძლივების დასრულებაზე. მათ სხვა კლუბებიდანაც აქვთ შეთავაზებები”.

”მალიორკა” - ხასიათის გუნდი

მწვღთნელი ”მალიორკასთან” მატჩზე ფიქრობს, რომლის სათავაში მისთვის ”ბილბაოდან” კარგად ცნობილი ხოაკინ კაპაროსი იმყოფება. ”ჩვენ ველოდებით მატჩს კარგი დაცვის მქონე გუნდის წინააღმდეგ. მათი გრძელი გადაცემები სწორია და კონტრ-შეტევაზე კარგად თამაშობენ. ჩვენ ჭკუით უნდა შევუტიოთ. ”მალიორკა” ხასიათის გუნდია. ისინი მუდმივად ინარჩუნებენ გუნდს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების გაყიდვა უწევთ”.

ალექსის სანჩესი ნაკრებში გამოიძახეს

მწვრთნელმა ვერ დამალა მისი გაღიზიანება ალექსის სანჩესის ჩილეს ნაკრებში გამოძახების გამო იმ დრომდე, სანამ მას თამაშის ნებართვას არ მისცემენ. გვარდიოლა მოხარული ფეხბურთელის მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესებით და დაადასტურა, რომ თავად ფეხბურთელი ”ძალიან გახარებულია”. პეპმა მისი დაბრუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა: ”ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდება”.

თუმცა თამაშის ნებართვის მიღებამდე მისი ჩილეს ნაკრებში გამოძახებამ პეპი არც ისე გაახარა: ”ალექსისი შეიძლება აქ ან ჩილეს ნაკრებში დაშავდეს. დიახ, მათ სრული უფლება აქვთ გამოძახების. მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ ეკითხათ გამოვიდა თუ არა ის ჯერ ლაზარეთიდან. ხვალ (დღეს - რედ.) ის ვერ ითამაშებს, რადგან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ჩილეს სრული უფლება აქვს, რომ მან მათ ნაკრებში ითამაშოს, მაგრამ დღევანდელ დღეს ის ტრავმირებული ფეხბურთელების სიაში იმყოფება” - დაასრულა მწვრთნელმა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.