”გრანადა” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ
პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობა დაუკავშირა იმ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვებს, რასაც გუნდი ბოლო წლების განმავლობაში იღებს.
მწვრთნელმა ეს საკითხი მაშინ წამოაყენა, როცა მას კითხვა ხვალინდელი მატჩის განაცხადში კარლეს პუიოლის არყოფნის შესახებ დაუსვეს, რომელიც დისკომფორტს განიცდის პახის არეში.
”ჩვენ გვიწევს დატვირთვების გადანაწილება. უკვე 4 სეზონია წელიწადში 60 შეხვედრას ვატარებთ, ამას დამატებული მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, მგზავრობები... ეს ძალის დიდი დახარჯვაა. ფეხბურთელები გაცვეთამდე მუშაობენ. ტრავმების მიზეზი ეს არის და არაფერი სხვა. ისინი ამას საკუთარ თავებზე უკვე სამი წელია იტანენ. თამაშობენ უამრავ მატჩებს ზედიზედ და მე მაკვირვებს კიდეც, რომ ასეთი მცირე რაოდენობის ტრავმირებულებიი გვყავს” - განაცხადა გვარდიოლამ.
ამასთანავე მწვრთნელმა აღნიშნა, რომ პუიოლის პრობლემები არასერიოზულია და ის მიმდინარე კვიარაში გამოკეთდება: ”როცა ზედიზედ ამდენი თვე არ თამაშობ - ამ შემთხვევაში 8 თვე - ხანდახან შესვენებაა საჭირო. ახლა მას უმნიშვნელო პრობლემა აქვს. ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს ის თამაშის უფლებას მიიღებს და მწყობრში იქნება. სერიოზული არაფერია”.
მწვრთნელი ასევე გარკვევით და ემოციურად შეუდგა დავიდ ვილიას დაცვას. კატალონიელთა მწვრთნელმა ასტურიელს მადლობა უთხრა თავდადებისთვის და აღნიშნა, რომ მის გარეშე ”ბარსა” ისე ვერ ითამაშებდა, როგორც ახლა თამაშობს.
გვარდიოლამ გამოყო კარგი ადაპტირება და მეგობრული გრძნობა, გამოყოფილი ამ ორი წლის მანძილზე დავიდის მიერ. ”ბარსაში” მისი როლი ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორც წინა კლუბებში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია: ”მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი ფეხბურთელები მყავდეს, როგორიც დავიდია. მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ის ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია და ყოველთვის იტანს ბევრ გოლებს, სადაც არ უნდა იყოს. აქ ის ყოველთვის გარბის თავისუფალ ზონაში, თუმცა თანაგუნდელები მას ყოველთვის არ აძლევენ გადაცემასს. მისი წყალობით ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთის ასე კარგად თამაში. სხვბი ასეთ რამეს არ გააკეთებდნენ” - განაცხადა მწვრთნელმა.
გვარდიოლამ ასევე სხვა ფეხბურთელზეც ისაუბრა ”ბარსას” ბანაკიდან, ლეო მესიზე. მან აღნიშნა, რომ ლეოს უკვე დაივიწყა გაცუდებული თერთმეტმეტრიანი, რომელსაც გუნდისთვის 3ქულის მოტანა შეეძლო ”სევილიასთან” მატჩში: ”ლეო მწყობრშია. ის ძალებს იღდგენს და აკეთებს ყველაფერს, რათა შემდეგი მატჩისთვის მისი ფეხები თავისუფალი იყოს. როცა 3 დღეში ერთხელ თამაშობს ერთ ფაქტზეფიქრის დრო არ გრჩება, უნდა გააგრძელო მუშაობა. ასეთი ფაქტები ხდება. გულშემატკივრებმა მის მიმართ მხარდაჭერა წარმოაჩინეს” - აღნიშნა პეპმა.
გვარდიოლამ ასევე კანუტეს აგრესიის შესახებ გააკეთა კომენტარი: ”მათ უკვე განიხილეს ეს ფაქტი და ყველაფერი გაარკვიეს ერთმანეთში. კამერებმა ყველაფერი აჩვენეს, აქ სალაპარაკო არაფერია”.
ამ ინციდენტზე საუბრისას პეპმა ისეთი სოციალური ქსელების მნიშვნელობა გამოყო, როგორიც ტვიტერია: ”დრო ერთ ადგილზე არ ჩერდება. ყველას საკუთარი გვერდი აქვს ”ტვიტერზე” და სხვა სოციალურ ქსელებზე. მე ამაში არ ვერევი, ამას წყნარად ვუდგები. ეს ყველას საქმეა. ყველაზე დადებითი მომენტი არის ის, რომ კანუტემ და სესკმა ისაუბრეს და პირისპირ გაარკიეს ეს საკითხი”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]