ალექსისი პრაღაში გაემგზავრება

ალექსისი პრაღაში გაემგზავრება


”ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კვირას იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებიც ორშაბათს პრაღაში გემგზავრებიან. სამშაბათს ”ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაში ”პლზენს” ეთამაშება.

სიაში მთავარი სიახლე ალექსის სანჩესის გამოჩენაა, რომელსაც მედიკოსებისგან ჯერ თამაშის უფლება არ მიუღია. ჩილელი ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს ორშაბათის სესიის შემდეგ მიიღებს თამაშის უფლებას.

პირველ გუნდთან ერთად ასევე გაემგზავრებიან ისააკ კუენკა და ოიერი. გვარდიოლას 21 კაციანი სია კი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, ოიერი, ალვეში, ფაბრეგასი, პიკე, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, ალექსისი, მესი, ტიაგო, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, მასველი, ადრიანო, აბიდალი, ფონტასი და ისააკ კუენკა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.