პუიოლი გუნდთან ერთად გაემგზავრება
კაპიტანი გუნდთან ერთად გაემგზავრება. მან დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. პეპ გვარდიოლას განკარგულებაში 19 ფეხბურთელია.
კაპიტანმა გუნდთან ერთად ივარჯიშა დღეს. გუნდის განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, დანი ალვესი, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა, მესი, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, ადრიანო, კუენკა, ტელიო, მონოიტა, ბარტრა, სერხი რობერტო და მინუესა.
ასევე გეტყვით გუნდის დანაკლისსაც: ტიაგო ალკანტარა, ალექსის სანჩესი, აბიდალი, ვილია, აფელაი და ფონტასი.
დილის ვარჯიში
გუნდმა ვარჯიში დღეს დილით განაახლა. ამის შემდეგ გახდაცნობილი, რომ გუნდის კაპიტანიც დაესწრო მოსამზადებელ ვარჯიშს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ აბიდალი და სანჩესი დღევანდელ შეკრებაზე არ გამოჩენილან. ხოლო, რაც შეეხება ტიაგოს ის გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ იგი შემდეგ კვირას გუნდს შეუერთდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]