ბენზემა:"ვმუშაობთ იმისთვის, რომ "ბარსას" ვაჯობოთ"
მადრიდის "რეალის" ფრანგმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ იმედი აქვს კატალონიელთა ჰეგემონიას წელს დედაქალაქელები ბოლოს მოუღებენ.
"ნამდვილად არ ვიცი ამ წუთას ვჯობივართ თუ არა კატალონიელებს, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობთ იმაზე, რომ წელს "ბარსელონა" დავამარცხოთ. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ წელს "რეალი" გაცილებბით უკეთ იასპარეზებს ვიდრე ეს შარშან გააკეთა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საუკეთესოები გავხდეთ და თვით "ბარსელონაც" დავჯაბნოთ."– განაცხადა ფრანგმა " Marca"–თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს ლიდერობს. კატალონიის "ბარსელონა" დედაქალაქელებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]