ლაპორტა: ”არასდროს გამომიყენებია ”ბარსელონა” პირადი მიზნებისთვის”
კატალონიური ”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არასდროს გამოუყენებია ”ბარსელონა” პირადი მიზნებისთვის, გადმოგვცემს ”marca”.
შეგახსენებთ, რომ კლუბის ახლანდელი მმართველობა სანდრო როსელის მეთაურობით ლაპორტას ფულის მოპარვაში და უკანონო შეთანხმებებში ადანაშაულებს. ვრცელდება, რომ ლაპორტას ფირმამ უზბეკური მაგნატისგან 10 მილიონი ევრო არალეგალურად მიიღო. 10 ოქტომბერს სასამართლოზე ლაპორტამ აღიარა, რომ მართლაც მიიღო ეს თანხა, თუმცა უარყოფს, რომ ის მოტყუებით მიითვისა.
”მე არასდროს დამირღვევია ეთიკური კანონები და არ გამომიყენებია ”ბარსელონას” ფული პირადი მიზნებისთვის. კატალონიურ კლუბში მუშაობის დროს ჩემი საადვოკატო ფირმა ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობდა, თუმცა არაფერი უკანონო მათ არ ჩაუდენიათ” - განაცხადა ლაპორტამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]