ლაპორტა: ”ჩემი პატივისცემა გვარდიოლასადმი უსაზღვროა”
ესპანური ”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ პეპ გვარდიოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, გადმოგვცემს sport.es.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელები სასამართლოში ლაპორტაზე სარჩელის შეტანას აპირებენ კლუბის ბიუჯეტიდან თანხების მითვისებისთვის. სოსიოებმა (კლუბის წევრები) ამ მოსაზრებას ანსამბლეაზე მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, მან ლაპორტას მიღწევები აღნიშნა და დაამატა, რომ ის არ იმსახურებს ასეთ ტანჯვებს.
”ჩემი პატივისცემა გვარდიოლასადმი უსაზღვროა. მან და მისმა თანაშემწეებმა საკუთარი შრომით დაამტკიცეს, რომ თავის დროზე მათზე გამოცხადებული ნდობა სწორი იყო” - განაცხადა ლაპორტამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]