მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა
ლიონელ ანდრეს მესიმ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში ხუთი გოლის გატანა მოახერხა. ასეთი მაჩვენებლით იგი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავის ერთპიროვული ლიდერი გახდა. მას მოსდევს სეიდუ დოუმბია, ოთხი გატანილი გოლით, ხოლო მესამე ადგილზე დავიდ ვილიაა, რომლის ანგარიშზეც 3 გოლია.
ლეო პირველ ადგილზეა კარში დარტყმული ბურთების რაოდენობითაც (15). მას მოსდევენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი (9), ჰალკი (8) და დავიდ ვილია (7).
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლეო მესიმ "ვიქტორია პლზენის" კარი სამჯერ აიღო. პირველი გოლი მან თერთმეტ მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]