პიკეს "იუვენტუსში" გადასვლას ერთი ნაბიჯი აკლდა

პიკეს "იუვენტუსში" გადასვლას ერთი ნაბიჯი აკლდა

ჟოან პიკემ, "ბარსას" ცენტრალური მცველის მამამ, ოთხშაბათს ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ RAC1-ს. მან თავისი პირველი ნოველა - "ორი სახე" წარადგინა. წიგნზე საუბრის გარდა, ჟოანმა განაცხადა, რომ 2008 წლის ზაფხულში "ჟერარდის "იუვენტუსში" გადასვლას ერთი ნაბიჯიღა აკლდა". პიკეს მამამ ასევე ისაუბრა პრესის ზეწოლაზე, რომელიც თავის შვილს შაკირასთან ურთიერთობის გამო დაატყდა თავს.

 

"შაკირა შესანიშნავია, როგორც ადამიანი, ასევე როგორც არტისტი, რა თქმა უნდა. არ მსიამოვნებს მათ ურთიერთობაზე აგორებული ჭორები. გამოქვეყნებული ინფორმაციის ნაწილი ტყუილია, ხოლო დარჩენილი ნაწილიც ტყულია ასევე." - განაცხადა ჟოან პიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.