1987 წლის თაობა პრაღაში

1987 წლის თაობა პრაღაში

მრავალი სეზონის შემდეგ, "ბარსა ბ"-ს ახალგაზრდული გუნდის მეგობრებმა - მესიმ, პიკემ და სესკმა, ჩეხეთის "ედენ სტადიუმზე" თამაში სასტარტო შემადგნელობიდან დაიწყეს. აქამდე მათ მიმდინარე სეზონში მოედაზე ერთად მხოლოდ 27 წუთი ჰქონდათ გატარებული.

 

უამრავი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მესიმ, პიკემ და სესკმა მოედანზე ერთად ითამაშეს. დაახლოებით 10 სეზონის წინ, თავდაპირველად "კადეტე ბ"-ში, ხოლო მოგვაინებით "კადეტე ა"-ში ისინი ერთად მოღვაწეობდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად იქცა მაშინ, როცა პიკემ და სესკმა გუნდი დატოვეს, ხოლო მოგვიანებით წარმატების მისაღწევად უკან, პირველ გუნდში დაბრუნდნენ. პრაღაში ისინი პირველად აღმოჩდნენ სასტარტო შემადგენლობაში ერთად. ეს აქამდეც მოხდებოდა, რომ არა მცველისა და ნახევარმცველის ტრავმები.

 

აქამდე მათ მიდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 27 წუთი გაატარეს. ეს მოხდა პირველად ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის "რეალის" (3:2), შემდეგ კი მადრიდის "ატლეტიკოს" (5:0)წინააღმდეგ. პრაღაში კი ხსენებული სამეული მოედანზე 90 წუთს იყო ერთად. ფეხბურთელებმა გამოამჟღავნეს უდიდესი ურთიერთგაგება, რომელიც მათ შორის არსებობს. ამის ნათელი მაგალითია პიკეს მიერ მესისთვის საგოლე პასის ქუსლით გაკეთება.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაშინ, როცა მოედანზე მესი, პიკე და სესკი ერთად თამაშობდნენ, "ბარას" გოლი საკუთარ კარში არ მიუღია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.