ლიპი: „მადრიდელებს იმაში არ უმართლებთ, რომ მათი მეტოქე „ბარსელონაა“
ტურინის "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ, ისაუბრა მადრიდის "რეალზე" და მის დამრიგებელ ჟოზე მოურინიოზე. თავისი საქმის უდიდესმა სპეციალისტმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა "ბლანკოსისადმი", თუმცა თქვა, რომ მათ ერთ რამეში არ უმართლებთ. ლიპის თქმით, "თეთრებს" წინააღმდეგობას უწევს ისეთი კლუბი, როგორიც კატალონიის "ბარსელონაა".
"მოურინიომ ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა. ისინი გასულ სეზონში კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ახლა უფრო მოუმატეს. "თეთრები" უფრო დაკვირვებულად და სწრაფად მოქმედებენ. თუმცა ამის მიუხედავად მათ მაინც არ უმართლებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ მადრიდელებს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი, კატალონიის "ბარსელონა" უწევს წინააღმდეგობას." –ციტირებს ლიპის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მარჩელო იყო ის ადამიანი, ვინც იტალიას ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა 2006 წელს. ასე რომ ამ ადამიანის ნებისმიერი ნათქვამი ძვირად ფასობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]